ვიდეო გაკვეთილი ( ტყე )





მიიღე ახალი  სიტყვები

ნაძვი-ნაძვნარი.
ფიჭვი-
წაბლი-
მუხა-

ვინ?   რა?

ზურიკო,ფიჭვი,ნაძვი,მარინე, დედა,ზღარბი
  ვინ?
რა?








გაკვეთილის თემა
ტყეში-ი.გოგებაშვილი
სწწავლების საფეხური
მე-2 კლასი
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლე შეძლებს:
1.ვარაუდების გამოთქმას,კონტექსტური გასაღებების ამოცნობასა და გაამოყენებას ტექსტის შინაარსის გაგებისათვის.
2.გამოიტანოს სათაანადო დასკვნები.
3.გამოიყენოს პრაქტიკაში შესწავლილი.
განუვითარდებათ გაგება-გააზრების,ლოგიკური, შემოქმედებითი აზროვნების უნაარ-ჩვევები.
ესგ  სტანდარტი:
ქართ.|| 2
აკავშირებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავს პირად გამოცდილებასთან.
ქართ.||9
მოსწვლეებს შეუძლიათ კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ.||7
ადარებს და აჯგუფებს (ვინ და რა ჯგუფის) სიტყვებს.


წინასწარი ცოდნა
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს.ხმამაღლა  და გაბმულად კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს. განარჩევს ვინ და რა ჯგუფის არსებით სახელებს.
შეუძლია კომპიუტერის გამოყენება.
შეფაასების საგანი და პროცედურები
მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების 
 საფუძველზე, თუ:
. რამდენად შეავსეს მოსწავლეებმა სქემა.
. რამდენად სწორად დაალგეს ვინ და რა ჯგუფის სიტყვები.
. როგორ გაართმევენ თავს შემაჯამებელ
კითხვებს.
. როგორ დაეხმარებიან ბუნებას(საკუთარი მოსაზრება. ნახატი ან ჩანახატი)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ელექტრონული ტექსტი.
Word-ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშოები.
ფოტო-ვიდეო-კოლაჟი
უკაბელო ქსელი, როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“
გაკვეთილის მსვლელობა-საკლასო მენეჯმენტი
მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამით ფაილს გადაგზავნის რეჟიმით აწვდის ელექტრონულ მასალას. აძლევს მითითებას,რომ ყურადღებით გაეცნონ გადაგზავნილ ფაილს.წაიკითხონ ტექსტი და გაეცნონ მითითებულ კითხვებს. მოამზადონ პასუხები ტექსტის გათვალსწინებით.
-გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის მოდელით“ მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევის და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
       ელექტრონულ დამხმარე მასალას წინასწარ ადგენს მასწავლებელი.გადასცემს ფოტო კოლაჟს და ხმოვან კომენტარს ,რაც ეხმარება მოსწავლეს თავად შეიმეცნოს ახალი მასალა სახლში მუშაობის პროცასში.
გამოწვევა: მოსწავლე ათვალიერებს და ეცნობა ტყეთა ტიპებს წელიწადის დროების მიხედვით. ავსებს დავალებად მიცემულ სქემას „ტყე“
წვდომა:  ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს ტექსტის კითხვას.


აქტივობები:

1.
სქემა“ტყე“-განხილვა
განიხილავენ და მსჯელობენ.

2.
შევადგინოთ ახალი სიტყვები
ნაძვი-ნაძვნარი
მოსწავლეებს კლასის მართვის პროგრამით ეგზავნებათ სავარჯიშო სადაც მოცემული ნიმუშის მიხედვით ბავშვებმა უნდა შეადგინონ ახალი სიტყვები.მოსწავლეები უზიარებენ მეწყვილეს და შეაქვთ შესწორებები. ხდება შემოწმება.

3.
ვინ ? და რა?

მოსწავლეებს ეგზავნებათ გრამათიკული სავარჯიშო. ტექსტში არსებული არსებითი სახელები დაალაგონ  ვინ? და რა? ჯგუფის მიხედვით. ხდება განხილვა.

4.

შემაჯამებელი კითხვები:

.რა მოეწონა ზურიკოს?
რამ გააოცა მარინე?
როგორია შეემოდგომის ტყე?
როგორი ტყეები ვიცით?
როგორი მცენარეებია ნაძვი და ფიჭვი?
როგორ მცენარეებს ეწოდება მარადმწვანე?
რა არის წიწვი?
რატომ უნდა მოვუაროთ ტყეს?

5.

როგორ დავეხმაროთ ბუნებას?

სურვილის მიხედვით ნახატის ან ჩანახატის სახით გადმოსცემენსაკუთარ მოსაზრებას.-კეთდება გამოფენა.




ტყეში
შემოდგომა იყო. დედამ მარინე და ზურიკო ტყეში სასეირნოდ წაიყვანა. ტყეში სიჩუმე იდგა.ჩიტუნები აღარ ჟივჟივებდნენ. მიწაზე ყვითელი ფოთლების ხალიცა იყო დაგებული. ხეებს ფოთოლი გასცვივნოდა. მხოლოდ ნაძვი  და ფიჭვი იდგა ისევ მწვანედ  მორთული.
     -დედიკო, რა  ლამაზია  ნაძვი!-წამოიძახა ზურიკომ.
-მართალია, ნაძვიც ლაამაზია და აი,ეს ფიჭვიც,-მიუთითა დედამ ფიჭვზე,-ეს იმიტომ, რომ მათ მწვანე ფოთოლი შემორჩათ.
       -მერე სად აქვს ნაძვს ან ფიჭვს ფოთოლი? გაოცებით შეეკითხა მარინე.
    -აი, ეს ნემსებივით  წიწვები ნაძვისა და ფიჭვის ფოთოლია. ესენი ზამთარშიაც მწვანეა, -მიუგო დედამ.
      ნაძვის ძირას ზღარბი მიმჯდარიყო. ბავშვების დანახვაზე  იგი გორგალივით  დამრგვალდა.
     
                           ი.გოგებაშვილი

No comments:

Post a Comment